ყინულზე ცოცვა გველეთში

ყინულზე ცოცვის ტური გველეთში

ლოკაცია

გველეთი სტეფანწმინდა

ხანგრძლივობა

1 დღე

გველეთის ჩანჩქერები ზაფხულის განმავლობაში ერთ-ერთ ულამაზეს ჩანჩქერად ითვლება, მაგრამ ზამთარში გაყინულ მდგომარეობაში ის სხვა სილამაზეს იძენს. იგი საუკეთესო ყინულზე საცოც ადგილად ითვლება ყაზბეგში.

გაეცანით და ისიამოვნეთ ამ ამაღელვებელი სპორტით ჩვენს დამწყებთათვის ყინულზე ცოცვის სასწავლო კურსზე გველეთის ჩანჩქერზე.

გამოსცადეთ თქვენი ძალები ყინულზე ცოცვის საბაზისო კურსზე, თქვენ შეძლებთ ეფექტურად გამოიყენოთ თოკზე ცოცვის სისტემა და გაიგოთ როგორ უნდა გამოიყენოთ ყინულის ცოცვის აღჭურვილობა.

პერსონალიზებული ინსტრუქცია ამ კურსში დაგეხმარებათ განავითაროთ ყინულზე ცოცვის ტექნიკა ჩვენი პროფესიონალი გამოცდილი გიდების მიერ.

 

არის ყინულის ცოცვა თქვენთვის?

ჩვენი ყინულზე ცოცვის კურსი განკუთვნილია სრულიად დამწყებთათვის. ყინულზე ცოცვა თქვენთვის შეიძლება გახდეს დაძლეულ გამოწვევად და განსხვავებულ გამოცდილებად.

ჩვენი ინსტრუქტორები გასწავლიან სწორ ტექნიკურ ხრიკებს, იმისთვის რომ თწვენ უფრო ეფექტურად გამოიყენით თქვენი ძალები და შეძლებისდაგვარად ნაკლებად დაიღალოთ.

ყინულზე ასვლის მარშრუტები მაქსიმალურად იქნება მორგებული თქვენს შესაძლებლობებსა და ძალაზე. ფიტნესის მაღალი დონე ხელს შეუწყობს სიამოვნებას და მიღწევას, თუმცა, თქვენ არ გჭირდებათ წინა გამოცდილება.

ყინულზე ასვლის ადგილი:
გველეთის ჩანჩქერები (სტეფანწმინდიდან 15 წთ. მანქანით სავალზე).

შეხვედრის ადგილი:
Rooms სასტუმრო ყაზბეგი

ღირებულება: $200 პერსონაზე

აქტივობის ხანგრძლივობა: 5-6 სთ

მარტივი ლაშქრობა გაყინულ ჩანჩქერამდე: 30 წთ

რა იქნება უზრუნველყოფილი:
- ტრანსპორტირება სტეფანწმინდიდან ჩანჩქერებამდე
- ჩაფხუტი
- წრიაპი
- წერაყინი
- ზედა დაცვით დაზღვევა
- პროფესიული ინსტრუქციები
- სხვა აუცილებელი აღჭურვილოვა
- ცხელი ჩაი და ნამცხვრები

ნივთები, რომლებიც უნდა მოიტანოთ:
- ზამთრის თბილი ტანსაცმელი
- სამთო ან სათხილამურო ჩექმები
- თბილი ქუდი
- სალაშქრო ფეხსაცმელი პარკინგიდან ჩანჩქერამდე მისასვლელად (სასურველია აუცილებელი არაა)
- წყალი და პირადი საჭმლის
- სათხილამურო ხელთათმანები

1 დღის პროგრამა
* მგაგეცნობით და გაგაცნობთ დღის გეგმას
* შეგიმოწმებთ აღჭურვილობას 
* უსაფრთხოების პროცედურების განხილვა და საფრთხის შესახებ ინფორმირებულობა
* ძირითადი ყინულის მოძრაობა – როგორ გამოვიყენოთ წრიაპი უსაფრთხო გარემოში მიწიდან რამდენიმე მეწტის დაშორებით – აუცილებელია თავდაჯერებულობისთვის!
* წერაყინების სწორად გამოყენება
* ზედა დაცვით ცოცვა და დამზღვევთან კომუნიცირება
* დაშვება

არ შედის:
* თქვენი ტრანსპორტირება ყაზბეგში და განთავსება წინა ღამით.